აშშ-ს ელჩი შეთქმულების გეგმაზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 26 დეკემბერს განაცხადა: ”ჩვენი მიზანი არ არის კომენტარი გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს გავრცელებული ჩანაწერების დეტალებზე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტუაცია სერიოზულია”.


აშშ-ს ელჩი იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გულისხმობდა, რომელთა საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლება შეცადა გაემყარებინა თავისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი და მისი რამდენიმე მოკავშირე ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას გეგმავდნენ.


”მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ყოველგვარი დაშინებისა და შევიწროების გარეშე,” – აღნიშნა ტეფტმა, ” 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი და აირჩიოს მთავრობა. გვახარებს ის ფაქტი, რომ არჩევნებს ეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები. ჩვენ გვაქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ეუთო-ს სრული ნდობა, რადგანაც ისინი არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოქმედებენ”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)