”უცხოეთში ნაკლები მოგზაურობები, მეტი კონცენტრაცია რეგიონებზე” – სააკაშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მისი ”მეორე და საბოლოო ვადის დროს” ბევრად ნაკლებ დროს დახარჯავს უცხოეთის მოგზაურობებზე პირველ ვადასთან შედარებით.
”მე მინდა ერთი რამ ვთქვა, შემდეგი ჩემი ვადა, მეორე და საბოლოო ვადა – იქნება ნაკლები სიარული საზღვარგარეთ და მეტი სიარული ჭოპორტში, ჭოპორტის პომიდვრის განსავითარებლად; მეტი სიარული კახეთში იმისათვის, რომ მევენახეობა განვითარდეს და გაძლიერდეს; მეტი სიარული ფოთში იმისათვის, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნას,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 იანვარს, ”ჩვენი დიპლომატია – გარდა გლობალური საკითხებისა – იქნება ეკონომიკური: ინვესტიციების მოზიდვა. გლობალურ საკითხებზე ჩვენ ხანდახან გავაგზავნით ლადო გურგენიძეს [პრემიერ-მინისტრს] და ნინო ბურჯანაძეს [პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია], რომელიც ამის დიდოსტატია. სააკაშვილის მეორე ვადა არის საქართველოს ბევრად მეტი კონცენტრაცია რეგიონებზე და ბევრად ნაკლები გლობალურ საკითხებზე. მე უკვე გავაცანი საქართველო მსოფლიოს. ამ არჩევნებმა საქართველოს რეპუტაცია ჩააბეტონა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)