თურქმენეთის პრეზიდენტი ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს
ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, პოლონეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების გარდა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვიც გეგმავს, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 12 იანვარს.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხელახლა იქნა არჩეული პრეზიდენტად, 12 იანვარს განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი “ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”.
ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 12 იანვარს განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)