პრემიერ-მინისტრი ვენაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დღეს ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც  დაგეგმილია ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში  გურგენიძე სიტყვით გამოვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციაზე ”ევრომანი”. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოს შესახებ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)