სააკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ რეფორმაზე საუბრობს
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში ექნებათ საშუალება თავისი სიტყვა თქვან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში.
”საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, ეკუთვნის მთავრობასაც და ოპოზიციასაც, ეკუთვნის არასამთავრობო სექტორსაც. ამიტომ ეს იქნება ყველასთვის გახსნილი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო ისე გადახალისდეს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის იქ წარმოდგენილი და მასაც მოეკითხება აზრი როგორ უნდა მოხდეს ამ საზოგადოებრივი ინსტრუმენტის სწორი მართვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე შეზღუდავს ჟურნალისტის დამოუკიდებლობას,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 15 იანვარს სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან გამართული შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)