სააკაშვილი ოპოზიციისთვის შეთავაზებულ თანამდებობებზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 იანვარს განაცხადა, რომ მან ახალ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ოპოზიციას შესთავაზა.
”თუმცა, ოპოზიციამ უარი თქვა. შემდეგ, ეს თანამდებობა სანდრო კვიტაშვილს შევთავაზეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა და კვიტაშვილს პროფესიონალი უწოდა. სააკაშვილმა ეს განცხადება რეგიონალური ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ჩვენ ასევე შევთავაზეთ მათ [ოპოზიციას] ვიცე-პრემიერების თანამდებობები ახალ მთავრობაში, ასევე გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი, ასევე ეკონომიკურ ბლოკში [თანამდებობები]; ჩვენ ასევე შევთავაზეთ მაღალი თანამდებობები სამართალდამცავ სტრუქტურებში”.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის უარი სამთავრობო პოსტებზე მოულოდნელი არ ყოფილა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. მან ასევე განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციის უარი მათი ”საარჩევნო ტაქტიკის” ნაწილია.
ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ცნობენ სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ამიტომ მის ახალ მთავრობაში პოსტებზე უარს ამბობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)