ოპოზიცია ”ფართომასშტაბიანი შიმშილობის” გეგმებს განიხილავს

ოპოზიციური კოალიციის ლიდერები 17 თებერვალს შეიკრიბნენ, რათა 22 თებერვლის საპროტესტო აქციამდე დაგეგმილი ღონისძიებები განეხილათ.


ოპოზიციის განცხადებით, 22 თებერვალს ისინი საპროტესტო აქციებს და ”ფართომასშტაბიან შიმშილობის აქციას” გეგმავენ 12  ქალაქში, მათ შორის თბილისში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ოპოზიციამ ასევე გააფრთხილა, რომ ქვეყანას ”კარვების ქალაქად” გადააქცევს. თავიანთი განზრახვის დასადასტურებლად, 17 თებერვალს ოპოზიციის აქტივისტებმა ხალხის პარტიის ოფისის ეზოში ჟურნალისტების თანდასწრებით რამდენიმე კარავი გაშალეს.


ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ კოალიცია განაახლებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, თუ შესრულდება მათი სამი ძირითადი მოთხოვნა: ”პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლება, ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლება.


15 თებერვალს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მოხალისეთა ”მობილიზებას” გეგმავენ შიმშილობის აქციისთვის. ”მოხალისეები უნდა ჩაეწერონ ორი მიმართულებით,” – მიმართა ლევან გაჩეჩილაძემ აქციის მონაწილეებს, ”ერთი არის მოშიმშილეები და მეორე არის, ამ მოშიმშილეებს მთელ საქართველოში სჭირდება დაცვა”.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)