პუტინი ნატოში საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე კომენტარს აკეთებს

ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსა და უკრაინის ხალხმა და არა პოლიტიკურმა ელიტამ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.


”ჩვენ დავეთანხმებით უკრაინელი და ქართველი ხალხის ნებისმიერ არჩევანს, მაგრამ ზუსტად ხალხის და არა პოლიტიკური ელიტის,”- განაცხადა 8 მარტს ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


5 იანვარს საქართველოში ჩატარებულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)