’თბილისს წინასწარ ეცნობა აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება’

საქართველოს წინასწარ ეცნობა რუსეთის გადაწყვეტილების თაობაზე, რომ აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე შეთანხმებიდან გამოსვლას აპირებდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” კრემლის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.


”პრეზიდენტმა პუტინმა შეხვედრის დროს [მოსკოვში 21 თებერვალს] აცნობა პრეზიდენტ სააკაშვილს ამ გადაწყვეტილების თაობაზე,” – აცხადებს წყარო, ”ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ მშვიდად მიიღო”.


თბილისი აცხადებს, რომ რუსეთი დსთ-ს შეთანხმებიდან ცალმხრივად, ქართული მხარისთვის შეტყობინების გარეშე გამოვიდა. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ მან აფხაზეთის სანქციების საკითხი პუტინთან შეხვედრაზე დააყენა. სააკაშვილმა მაშინ განაცხადა: ”[რუსეთმა] უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები დსთ-ს 1996 წლის სანქციებთან დაკავშირებით. იცით, რომ 1996 წლიდან მოქმედებთ ფორმალურად სანქციები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აფხაზეთის მიმართ. ბევრი ეს სანქცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ და ვითხოვთ რუსეთის ხელმძღვანელობისგან სრული მოცულობით, სრული მასშტაბით განახორციელოს ეს სანქციები აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების მიმართ”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)