რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პირობები ”ფაქტიურად შეთანხმებულია” – სააკაშვილი

რუსეთი და საქართველო ”ფაქტიურად ყველაფერზე შეთანხმდნენ” რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა.


მისი თქმით, საქართველომ მიიღო წერილი რუსეთის ეკონომიკის სამინისტროდან, რომელიც გამოხატავს რუსეთის მზადყოფნას გაიხსნას ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტი თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე.  


თავის წინა განცხადებაში ამავე საკითხზე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იყო ანალოგიური საბაჟო-გამშვები პუნქტი თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საზღვარზეც გაეხსნა. თუმცა, ”კომერსანტთან” ინტერვიუში სააკაშვილი მხოლოდ სამხრეთ ოსეთში ერთობლივ რუსულ-ქართულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საუბრობს, აფხაზეთს კი არც ახსენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)