ქრისტიან-დემოკრატები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერია ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ტელე-წამყვანი გიორგი თარგამაძე, 21 მაისის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
პარტიამ, რომლის დამაარსებლებიც ძირითადად ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტები არიან, პირველი დამფუძნებელი ყრილობა 7 აპრილს გამართა.
ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის, რომლითაც მართლმადიდებელ რელიგიას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)