სოხუმს მედვედევის ”გადამწყვეტი ნაბიჯის” იმედი აქვს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომლის ინაუგურაციაც 7 მაისს გაიმართა, განაგრძობს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო აფხაზეთთან ურთიერთობების გაძლიერებისენ.


”იმედი გვაქვს, რომ რუსეთი, ახალი პრეზიდენტის დროს, აღიარებს აფხაზეთს, მითუმეტეს, რომ ფუნდამენტი ამისა უკვე ჩაიდო ვლადიმერ პუტინის მიერ,” – განუცხადა შამბამ ”აფსნიპრესს” 7 მაისს, ”ახალმა პრეზიდენტმა მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)