სააკაშვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი 29 მაისს საღამოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს იური ზუბაკოვს შეხვდა.
ეს შეხვედრა წინ უსწრებდა სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების დსთ-ს ფარგლებში ივნისის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრას.
”ჩვენ გულწრფელი, საგნობრივი და ორმხრივად სასარგებლო აზრები გავცვალეთ პრობლემებზე, რომელიც ყველას შეშფოთების საგანია,”- განუცხადა ზუბაკოვმა ჟურნალისტებს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ”ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ქართველი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრის წინ. ჩვენთვის გასაგებია ამ პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და რაზე შეიძლება მათ ილაპარაკონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ იმ პოზიტიურ შედეგებში, რომელიც ამ შეხვედრამ შეიძლება მოიტანოს”.
”დადებითია თავად ის ფაქტი, რომ რუსეთმა ოფიციალური წარმომადგენელი გამოაგზავნა საქართველოში,” – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
”ამ ვიზიტის მიზანი იყო ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის დეტალების დადგენა. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ აცნობა რუსეთის წარმომადგენელს ის ძირითადი საკითხების თაობაზე, რომელთაც ჩვენი ურთიერთობები კრიზისში შეიყვანა; ეს არის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტიურად გაუქმდა საქართველოს სუვერენიტეტი მისი ტერიტორიის ნაწილზე და კიდევ ერთი საკითხი არის [რუსეთის დამატებითი სამშვიდობო] ძალების განთავსება აფხაზეთში. ეს ის საკითხებია, რომლებიც, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უნდა გადაწყდეს კრიზისის მოსაგვარებლად და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ვფიქრობ, ეს პრობლემები გაიგო ჩვენმა რუსმა კოლეგამ და ახლა დაველოდებით შეხვედრას ორ პრეზიდენტს შორის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)