საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება – მიმართავს ხელისუფლება მოსახლეობას

რუსული ძალები ზუგდიდზე აპირებენ თავდასხმას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თავის სატელევიზიო მიმართვაში ერისადმი. 

ქვემოთ მოცემულია მისი მიმართვის სრული ტექსტი:

”გაგაცნობთ საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდებას – ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა. არ მივცეთ საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება.

ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია, ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ამიტომ მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, მე მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ. ყველაფერი კარგად იქნება.

მთავარია ვიყოთ ერთად და მთავარია ვაჩვენოთ მტერს, რომ საქმე აქვს ღირსეულ და ორგანიზებულ ერთან”.

”მოგიწოდებთ ორგანიზებულობისკენ, სიმტკიცისკენ და წინააღმდეგობის გაწევისკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. გაუმარჯოს საქართველოს!”

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)