ლიტვა და პოლონეთი საქართველოსთვის MAP-ს ”რაც შეიძლება სწრაფად” ითხოვენ
ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ, ერთობლივ განცხადებაში საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მოითხოვეს ”რაც შეიძლება სწრაფად”.
”რუსეთის ქმედებები საქართველოს სუვერენულ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გასცდა გონივრულ ნაბიჯებს მოქალაქეებისა და სამშვიდობოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით და გადაიზარდა ღია ძარცვაში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის, ლანდშაფტის და ბუნების გადადგურებას, და ასევე მკვლელობებში, რასაც აშკარად ეთნიკური წმენდის ნიშნები აქვს რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
”ნატოს ბუქარესტის დეკალარაციაზე დაყრდნობით, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, მივმართავთ ნატოს ლიდერებს დაავალონ საგარეო საქმეთა მინისტრებს განიხილონ საქართველოსა და უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი”.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 19 აგვისტოს იკრიბებიან და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს განიხილავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)