საფრანგეთი აპროტესტებს რუსული ძალების მიერ ელჩის გზაზე შეფერხებას

პარიზმა პროტესტი გამოხატა მოსკოვის მისამართით მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე სამი საათით გააჩერეს გორის სიახლოვეს, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”მიუღებელია, რომ ჩვენი ელჩის გადაადგილების თავისუფლება შეფერხდა. ჩვენ ამის თაობაზე რუსებს ვაცნობეთ,” – იტყობინება ”როიტერი” საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ფრედერიკ დესაგნოს სიტყვებზე დაყრდნობით. 

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ერიკ ფურნიე მაშინ გააჩერეს, როდესაც ის საჩხერიდან თბილისში ბრუნდებოდა. სწორედ საჩხერეშია განთავსებული საფრანგეთის დახმარებით შექმნილი ქართული სამთო ბატალიონის საწვრთნელი ბაზა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)