თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებას ითხოვენ
სოხუმში 21 აგვისტოს გამართული აქცია.
|
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთის პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მიმართა თხოვნით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, იუწყება 21 აგვისტოს ”აფსნიპრესი”.
ანალოგიური მიმართვა რამდენჯერმე აქვს გაგზავნილი ადრე დე ფაქტო პარლამენტს მოსკოვში.
”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ 21 აგვისტოს სოხუმის ცენტრში დე ფაქტო მთავრობის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე 50 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვა.
იმავე დღეს ანალოგიური აქცია გაიმართა ცხინვალშიც, რომელიც მოჰყვა სანკტ-პეტერბურგის მარინის ორკესტრის მიერ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს.
რუსული სააგენტოები იმავდროულად იტყობინებიან, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ზედა პალატა 25 აგვისტოს გეგმავს სოხუმისა და ცხინვალი მიმართვების განხილვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)