”რუსეთს სრული კოლაფსი ექნება” – გვარამია

რუსეთმა, რომელსაც თავად გააჩნია სეპარატიზმის პრობლემები, საკუთარ სახელმწიფოებრიობას გამოუთხარა ძირი, როცა საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ.

”ამას თავად რუსეთისთვის ექნება ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ჩვენ გადავლახავთ ამ კრიზისს, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რას გააკეთებს რუსეთი თავისი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, როგორც  სეპარატიზმის მიმართულებით, რომელიც ნამდვილად არ არის ჩამცხრალი რუსეთში, ასევე საერთაშორისო, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა”.

”რომ გითხრათ რომ ეს ძალიან მაღელვებს, არ არის ასე,”- განაგრძო მან, ”უბრალოდ მაინტერესებს, მართლა რას ფიქრობენ ამ მიმართულებით. სრული კოლაფსი ექნება ამ ქვეყანას, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)