პრეზიდენტი საქართველოზე ევროკავშირის პოზიციაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ”დეპლომატიური ზეწოლის და დიალოგის გზით” ევროკავშირი მიაღწევს მისი დამკვირვებლების განთავსებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით. 

გორში ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

”პირველი ეტაპია [რუსული] ჯარების გაყვანა ამ სოფლებიდან, ასევე სამეგრელოდან,” – განაცხადა მან.

”მეორე ეტაპია ისეთი სიტუაციის მიღწევა, დიპლომატიური ზეწოლით და დიალოგით, როდესაც ევროკავშირის მანდატი გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით”.

”ევროკავშირის მყარი პოზიციაა, რომ ყველა დევნილი, დაწყებული 1992 წლიდან და დამთავრებული ახლანდელი დაზარალებულებით, დაბრუნდნენ სახლებში. ეს ძალიან მყარი პოზიციაა საფრანგეთის პრეზიდენტის და მან ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა”.

”ევროკავშირის მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იქნას დაცული და გარანტირებული. თუ რუსეთი ამას არ შეასრულებს, რუსეთი აღმოჩნდება უფრო დიდ იზოლაციაში, ვიდრე ოდესმე იყო საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს… რუსული ეკონომიკა ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს”.

”ჩვენ გვჭირდება მუდმივი დიალოგი ჩვენს ხალხთან, რომელმაც წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინა,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)