სააკაშვილი: გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი შეიარაღებას არ მოხმარდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გასაზრდელი თავდაცვის დაფინანსება მოხმარდება მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენას და არა იარაღის შეძენას.

”ბიუჯეტს ვზრდით იმის გამო, რომ უსახლკაროებს დავეხმაროთ, მინიმალურად გადავფაროთ ზარალი, რომელიც თავდაცვისუნარიანობას მიადგა,” – განაცხადა სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. ”საუბარი არ მაქვს იარაღის ყიდვაზე, ვინაიდან იარაღი საკმარისზე მეტი გვაქვს, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება”.

მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა ბიუჯეტის ცვლილების პროექტი, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის 150 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. ცვლილებების დამტკიცების შედეგად, თავდაცვის ბიუჯეტი 1.545 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)