აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი კარლოს გუტიერესი 19 სექტემბერს ვაშინგტონში ეკონომიკის მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს შეხვდა.
”ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ მინისტრ შარაშიძესთან აშშ-საქართველოს სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაფართოების მიზნით. მზად ვართ ვუზრუნველყოთ, რომ ის დემოკრატიული და ეკონომიკური სარგებელი, რაც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე ნახა, არ დაიკარგოს,” – განაცხადა გუტიერესმა შეხვედრის შემდეგ.
27 ოქტომბერს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ჯონ სალივანი თბილისში აშშ-საქართველოს ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს. შეხვედრის ფარგლებში ამერიკული კომპანიები ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს განიხილავენ და გაარკვევენ, თუ რა სახის მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მათ საქართველოს აღმშენებლობის პროექტებში, იტყობინება აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)