ბუში: აშშ მუშაობს ევროკავშირთან, ნატოსთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 23 სექტემბერს თავის გამოსვლაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომ ვაშინგტონი ”გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას”.

”ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. გაერთიანებული ერების წესდება ადგენს ”თანაბარ უფლებებს დიდი და პატარა ქვეყნებისთვის”. რუსეთის ინტერვენცია საქართველოში ამ დებულების დარღვევაა,”- განაცხადა მან, ”ახალგაზრდა დემოკრატიები შემოგვყურებენ, თუ როგორ პასუხს გავცემთ ჩვენ ამ გამოცდას. შეერთებული შტატები მუშაობს მოკავშირეებთან ევროკავშირიდან და ნატოდან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)