პაატა დავითაია პარლამენტის დროებით კომისიას უხელმძღვანელებს

დეპუტატის საპარლამენტო უმცირესობიდან, პარტია ჩვენ თვითონ-ის ლიდერი პაატა დავითაია დღეს პარლამენტმა იმ დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს შეისწავლის.

”მივესალმები ოპოზიციის კანდიდატურის არჩევას ამ პოსტზე,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
 
დავითაიამ ობიექტური მუშაობის პირობა დადო და განაცხადა, რომ ”არ იქნება მიკერძოებული”, იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენელია. 

კომისია, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაც პარლამენტმა დღეს მიიღო, 10 დღეში სრულად დაკომპლექტდება.

არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ კომისიის ობიექტურობაში წინასწარ შეაქვს ეჭვი, რადგან მათი განცხადებით, რადგან ამ პროცესში ჩაერთვებიან მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი ”სატელიტი” ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)