PACE-ს პრეზიდენტი: ევროპის საბჭომ უნდა დაგმოს მისი პრინციპების დარღვევა
”ევროპის საბჭომ კრიტიკა არ უნდა დაიშუროს და უკიდურესად დაგმოს ყველაფერი ის, რაც მას მიაჩნია მისი პრინციპების და ღირებულებების დარღვევად,” – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუიგმა 29 სექტემბერს სტრასბურგში საშემოდგომო სხდომის გახსნისას.
PACE-ს საშემოდგომო სესია საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომზე გაამახვილებს ყურადღებას. დებატები ორ ნაწილად გაიმართება: 30 სექტემბერს და 2 ოქტომბერს.
”ჩვენ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ და კეთილგონიერება და პოლიტიკური ხედვა გამოვიჩინოთ, რადგანაც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტს შედეგები მოყვება არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სხვა ევროპული რეგიონებისთვის და მთლიანად ევროპისთვის,” – დასძინა მან. ”მთავარი კითხვა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ საკითხის განხილვის დროს უნდა იყოს, თუ რა გვინდა ევროპის მომავლისთვის და როგორ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ მისი მშვიდობა და სტაბილურობა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)