მარეგულირებელმა კომისიამ ორი რუსული მედია-საშუალება დააჯარიმა
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 3 ოქტომბერს რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგური ”ვესტი FM” საქართველოში ულიცენზიოდ მაუწყებლობის გამო დააჯარიმა.
კომისია აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული მედია საშუალებები ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე გორსა და მის შემოგარენში ულიცენზიოდ ახორციელებენ მაუწყებლობას და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას.
ამის გამო 50 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს თითოეულს. იმავდროულად, კომისიამ მოთხოვა რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს და ”ვესტი FM”-ს შეწყვიტონ უნებართვო ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე.
ქართულმა საკაბელო არხებმა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა საქართველოში 8 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს ხელისუფლების მითითების საფუძველზე შეწყვიტეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)