გალის რაიონის სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს თავს დაესხნენ
გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ გვარამია დაიჭრა მის მანქანაზე სამი შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, იტყობინება ”აფსინიპრესი” 28 ოქტომბერს.
ამავე ცნობით, თავდასხმა სოფელ რეპში მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)