სხეფერი: ქვეყნის უფლება აირჩიოს უსაფრთხოების ორიენტირი უკომპრომისოა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა 13 ნოემბერს, რომ აგვისტოს ომმა შეცვალა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

”რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარება, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების დარღვევა არ მიგვიყვანს ქმედით ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სტრუქტურამდე, რისი მიღწევაც გვინდა რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობით,” – განაცხადა მან ტალინში ნატო-უკრაინის კონსულტაციებზე საუბრისას.

”ქვეყნის უფლება თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ორიენტირი კიდევ ერთი პრინციპია ამ კუთხით და ასევე გამოცდა ევროპისთვის, რისი მიღწევაც ჩვენ ყველას გვინდა. ეს ის პრინციპია, რომლის ირგვლივ ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ,” – დასძინა მან.  

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)