პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც დაახლოებით 2 ათასი პატიმრის  გათავისუფლებას ითვალისწინებს ციხეებიდან.

მთლიანობაში ამნისტიის აქტი, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა, 12 100 იმ ადამიანს შეეხება, რომლებმაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაული 2008 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს. თუმცა აქედან ნაწილს სასჯელი გაუნახევრდება ან შეუმსუბუქდება და ნაწილს პირობითი მსჯავრი მოეხსნება.

სულ ამნისტია 60 მუხლით ეჭვმიტანილ, ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირს მოიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)