ციხეებს 144 პატიმარი შეწყალების შედეგად ტოვებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომელიც მთლიანობაში 365 მსჯავრდებულს შეეხება.

144 პატიმარი, მათ შორის 14 ქალი, საერთოდ დატოვებს საპატიმროებს, ხოლო 221 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი ძირითადი სასჯელი გაუნახევრდება, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

დამატებით 2 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდება ამნისტიის კანონის საფუძველზე. კანონი, რომელიც პარლამენტმა 21 ნოემბერს მიიღო, მთლიანობაში 12 ათასზე მეტ ადამიანზე ვრცელდება.

This post is also available in: Русский (რუსული)