მორელმა და ვაშაძემ ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი 12 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მანამდე იგი სოხუმს და მოსკოვს სტუმრობდა.
მორელი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს ჟენევაში 17-18 დეკემბერს დაგეგმილი მორიგი შეხვედრის მოსამზადებლად.
მან უთხრა ჟურნალისტებს ვაშაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომ ”ძალიან პროდუქტიული შეხვედრა” ჰქონდა.
”არსებობს ზოგადი ტენდენცია იმისა, რომ ძალიან კონკრეტულ ოპერაციებზე მოხდეს კონცენტრირება, როგორიცაა ინციდენტების აღკვეთა და მოგვარება,” – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა, ”სიტუაცია კვლავ რთული და დაძაბული რჩება და ამიტომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და რითიც უნდა დაიწყოს [არის], რაც შეიძლება მეტად აღიკვეთოს ან რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ნებისმიერი ის ინციდენტი, რომელსაც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აქვს ადგილი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას რაიმე მექანიზმის შესამუშავებლად და ეს იქნება [ჟენევაში] შემდეგი შეხვედრის მთავარი მიზანი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)