ბურჯანაძე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
”პოლიტიკური პარტიების კოორდინირებულად ქმედების შემთხვევაში, ნამდვილად წარმატებულად მივაღწევთ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას,” – განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.
”რამდენიმე ხნისწინათ საკმაოდ თავშეკავებულად ვსაუბრობდი არჩევნებთან დაკავშირებით და ვამბობდი, რომ კონსულტაციებია ჩასატარებელი, თუ რომელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავდაპირველად. მაგრამ ახალგორისადა პერევის ინციდენტის შემდეგ, ჩემში ნამდვილად არანაირად არ იწვევს არანაირ ეჭვს ის,რომ მთავარი პრობლემა არის სწორედ პრეზიდენტი და ეს პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. არ გახსნის მედიას, არ უზრუნველყოფს ნორმალური არჩევნების ჩატარებას და საპარლამენტო არჩევნები გახდება კვლავ ფასრი და რეალურად პარლამენტს არ ექნება არანაირი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. არავითარ შემთხვევაში ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა დავთანხმდეთ, უნდა მოვითხოვოთ გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნები,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)