საქართველოს ბანკმა EBRD-სა და IFC-სგან 200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც ქვეყნის უმსხვილეს ბანკს ”გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებთან გამკლავებაში” დაეხმარება, განაცხადეს EBRD-მ  და IFC-მ 30 დეკემბერს.

ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თითოეული 100 მილიონი აშშ დოლარს გამოყოფს ბანკის კაპიტალის მხარდასაჭერად და გრძელვადიანი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, რაც დაეხმარება ბანკს განაგრძოს სესხების გაცემა ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

ერთი დღით ადრე საქართველოს ბანკმა აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო სააგენტოსგან – OPIC – 39 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)