პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი ჰოსპიტალიზირებულია და მორიგი სამედიცინო  გამოკვლევის კურსს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის, განაცხადა დღეს  საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ნიკა ყიფშიძემ.

”მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არავითარი საშიშროება არაფრის არ არის. ჩვენ ახლა ვაკვირდებით და ვნახავთ რა იქნება,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი 31 დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში გერმანიაში გადიოდა მკურნალობას. ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული გამოკვლევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საერთო გადაღლილობის ფონზე პრემიერ-მინისტრს გამოეკვეთა მკვეთრი რენალური [თირკმლის] გართულებები. მგალობლიშვილი თბილისში გასულ კვირას დაბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)