მგალობლიშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი დღეს დილით შემდგომი სამედიცინო მკურნალობისთვის გერმანიაში გაემგზავრა, იტყობინება ქართული მედია.

19 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში მთავრობამ აღნიშნა, რომ თვის დასაწყისში გერმანიაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად მგალობლიშვილს ნეფროპათიის (ინფექციის შედეგად გამოწვეული თირკმლის ანთებითი პროცესი) დიაგნოზი დაუსვეს. განცხადების თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ გერმანიაში შეფასდება მისი სამედიცინო მკურნალობის პროცესი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გერმანიაში კვირის ბოლომდე დარჩება, ხოლო  26 იანვარს იგი ბუდაპეშტში მაღალი დონის ენერგეტიკულ სამიტს დაესწრება. სამიტი ნაბუკოს გაზსადენის პროექტს ეძღვნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)