სააკაშვილის თქმით, ”ულტიმატუმის ენით” საუბარი მიუღებელია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის ხელისუფლებასთან ”ულტიმატუმის ენით” საუბარი მიუღებელია.

”ჩვენ მუდმივ დიალოგში უნდა ვიყოთ საზოგადოების ყველაზე პატარა ჯგუფთანაც კი,”- განუცხადა მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს 30 იანვარს, ” ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ულტიმატუმის ენით უნდა გველაპარაკოს – ჩვენ ულტიმატუმებს ვერავინ ვერ დაგვიყენებს, მაგრამ დიალოგი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”.

29 იანვარს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, სადაც სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა და ამის შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)