მედვედევი თბილისისთვის იარაღის მიწოდების კონტროლისკენ მოუწოდებს
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოითხოვს განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესდეს საქართველოს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობას, იუწყება ”ინტერფაქსი” 10 თებერვალს.
”ასეთი ტიპის ქვეყნებს და ამ ქვეყნებში [შეიარაღების] მიწოდებას ჩვენ ყველაზე მეტი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი. ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მაქვს საქართველო,”- განაცხადა მედვედევმა სამხედრი-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.
მედვედევმა იანვარში ხელმოწერილი განკარგულებით საქართველოს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ცალმხრივად დაუწესა და იმავდროულად, ეკონომიკური სანქციებით და სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს იარაღს მიაწვდიან. თბილისმა ამ დოკუმენტის მიღება ”აბსურდად” შეაფასა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)