სააკაშვილი საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 18 თებერვალს ბარსელონაში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსეთი ვერ შეძლებს აგრესიული იყოს თავისი მეზობლების მიმართ. 

სააკაშვილი ამჟამად ესპანეთში იმყოფება, როგორც მისი პრესსამსახური აცხადებს, ”ინვესტიციების მოზიდვის მიზნით”.

”რუსეთში ეკონომიკური კრიზისია,” – იტყობინება ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მან [რუსეთმა] მხარი დაუჭირა ისეთ ეკონომიკას, რომლის მოდერნიზებაც არ იცის როგორ უნდა. ნავთობის ფასების შემცირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ როგორ იშლება მისი ეკონომიკა… იგი ვერ მისცემს თავს უფლებას აგრესიული იყოს”.

AFP-ის ცნობით, სააკაშვილმა ასევე განაცხადა იმავე შეხვედრაზე, რომ თბილისისთვის ევროკავშირში გაერთიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოში, რადგანაც ევროპაში შესვლა ”გავს სახლში დაბრუნებას”.

შეხვედრაზე მან ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, რომელიც, მისი თქმით, ახლა ”სტაბილური” ქვეყანაა, სადაც აღმოიფხვრა კორუფცია და ”მცირე ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია,” – იტყობინება AFP-ი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)