თურქეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ეწვევა

თურქეთის სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში ქურსად ტუზმენი 23 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

იგი ათობით თურქ ბიზნესმენთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმში. სახელმწიფო მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყანასთან ვაჭრობამ შარშან 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2007 წელთან შედარებით 33.7%-ით მეტია. თურქეთთან ვაჭრობამ უცხოური სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 15.9% დაიკავა – ეს მონაცემი 1.9%-ით გაიზარდა 2007 წელთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)