ბაქრაძე სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერის, დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით 24-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობს.

ვიზიტი ხორციელდება საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ერევანში სტუმრობიდან სამი დღის შემდეგ.

დავით ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ოვიკ აბრამიანთან; პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან; პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან და სომხური ეკლესიის მეთაურთან გარეგინ მეორესთან.

სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს გენოციდის მემორიალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)