ვაშაძე უკრაინას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 26 თებერვალს პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორხრივი ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა სუამის ფარგლებში და 2009 წლის ენერგეტიკული სამიტის მოწყობის საკითხები. ამავე ცნობით, ვიქტორ უიშენკო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიან გადაწყვეტას უჭერს მხარს.

გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე სუამის წარმომადგენელთა შეხვედრაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი მასპინძლობდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)