PACE-ს კომიტეტის თავმჯდომარე ცხინვალს ეწვევა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარე კორიენ იონკერი 13-14 მარტს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს ეწვევა და დე ფაქტო ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს, იტყობინება ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ვიზიტი მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის შედეგების შესახებ ევროპის საბჭოს რეზოლუციის განხორციელების შეფასებას.
ვიზიტის ფარგლებში კორიენ იონკერი ახალგორსაც ეწვევა, ხოლო მოგვიანებით შეხვედრებს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ცხინვალში, ვლადიკავკაზში და მოსკოვში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)