ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ალიანსი შექმნა
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – თავისუფლება, ტრადიციონალისტები, მომავლის პარტია, ქალთა პარტია – დღეს ახალი პოლიტიკური ერთობის ”ალიანსი თავისუფლებისთვის” შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.
”ჩვენ ვეფუძნებით სამ უმთავრეს ღირებულებას – თავისუფლებას, პასუხისმგებლობას და სამართლიანობას,”- განაცხადა მომავლის პარტიის ლიდერმა გია მაისაშვილმა, ”დავაწესოთ ისეთი ახალი თამაშის წესები, ისეთი ახალი სტანდარტები, რომელიც ერს კი არ დაშლის, პირიქით ერს შეამჭიდროვებს”.
ახალი ალიანსი მზად არის ითანამშრომლოს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მიიღოს მონაწილეობა 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე პარტია თავისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას ლიდერობით გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტი იყო; ხოლო აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტები და გუგული მაღრაძის ქალთა პარტია ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)