საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 13-16 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან  ბან კი მუნთან და გაეროში საფრანგეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს,   ჩინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის და აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლებთან.

”საუბარი უშუალოდ იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაზე, სამშვიდობო ოპერაციებზე საქართველოს  ტერიტორიაზე, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ საშიშ, სახიფათო მოქმედებებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს მიმართ”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)