ჟენევის მოლაპარაკებები მაისში გაიმართება
ჟენევაში საქართველოს უასფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა მორიგი, მეხუთე რაუნდი 18-19 მაისს გაიმართება, განაცხადეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 16 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში.
შეხვედრა გაეროს შტაბბინის ნაცვლად, გამონაკლისის სახით ჟენევაში განთავსებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შენობაში შედგება, აცხადებენ ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტეპოლუსი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო კრიზისის საკითხებში პიერ მორელი ერთობლივ განცხადებაში.
ჟენევის ბოლო დისკუსიები თებერვალში გაიმართა, სადაც მხარეებმა შეათანხმეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ”ინციდენტების ერთობლივი აღკვეთისა და საპასუხო მექანიზმების” წინადადებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)