პრეზიდენტი სააკაშვილი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას ილჰამ ალიევს 20 მაისს პირისპირ შეხვდა.

დღეს სააკაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)