შსს-მ ორი ადამიანი დააკავა შეტაკების ინციდენტის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავა ორი პიროვნება, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 28 მაისს  პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ”პოლიციელებზე თავდასხმაში”, იძებნება კიდევ სამი ეჭვმიტანილი.

”აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხულია 30 პიროვნება,”- აცხადებს შსს, ”პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გრძელდება გამოძიება”. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკებისას ხუთი პოლიციელი დაიჭრა და რამოდენიმე მომიტინგე დაშავდა. თუმცა მომხდარის მიზეზებზე პოლიციისა და ოპოზიციის ვერსიები განსხვავებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)