ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნატოში საქართველოს წარმომადგენელი გახდება
გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელსაც პრემიერ მინისტრის პოსტი სამი თვის განმავლობაში ეკავა, ნატოში საქართველოს წარმომადგენლადაა წარდგენილი.
მგალობლიშვილი ამ თანამდებობაზე ზურაბ ბეშიძეს შეცვლის მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე მგალობლიშვილი თურქეთში საქართველოს ელჩი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)