ნატოში და სომხეთში საქართველოს ელჩები დაამტკიცეს
დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნატოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გრიგოლ მგალობლიშვილის, ხოლო სომხეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ტაბატაძის დანიშვნას.
გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ეკავა, თურქეთში საქართველოს ელჩად 2008 წლის ოქტომბრამდე და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე 1996 წლიდან მუშაობდა. მან ნატოში მუდმივ წარმომადგენლად რევაზ ბეშიძე შეცვალა.
გრიგოლ ტაბატაძემ, რომელიც ასევე კარიერული დიპლომატია, სომხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რევაზ გაჩეჩილაძე შეცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)