ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერს თავს დაესხნენ
ამირან ბიწაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს მხარდამჭერია, კვირას საღამოს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა გაიტაცა და სასტიკად სცემა, განაცხადეს მისმა ნათესავებმა.
ამირან ბიწაძე, რომელიც ბადრი ბიწაძის ნათესავია, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის თავის არეში, საავადმყოფოში მოათავსეს.
მისმა ნათესავებმა განაცხადეს, რომ ბიწაძე თავის მეგობართან ერთად ცხვარიჭამიაში მიემგზავრებოდა, როდესაც რამოდენიმე მანქანამ მას გზა გადაუკეტა; მათ ბიწაძის მეგობარი სცემეს, ხოლო ბიწაძე თბილისის გარეუბანში წამოიყვანეს და სასტიკად სცემეს. ნათესავებმა ასევე განაცხადეს, რომ ბიწაძეს ორი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც სავაურადოდ არალეტალური იარაღიდან გამოსროლილი ტყვიებითაა მიყენებული. ექიმებს კომენტარი არ გაუკეთებიათ თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნება დაზარალებულს.
პოლიციის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)