თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა დღეს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს 3 აგვისტოს ყუმბარტყორცნიდან ცეცხლი გაუსხნეს.

სამინისტროს ცნობით გასროლა 21:30 სთ-ზე სავარაუდოდ ხელის ყუმბარტყორცნიდან მოხდა, რომლის 2 ჭურვი აფეთქდა სოფელ ფლავისმანში განთავსებული საგუშაგოდან მოშორებით, ხოლო – ერთი მის უშუალო სიახლოვეს. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება იტყობინებოდა გუშინ გვიან ღამით, რომ  22:05 საათზე ნაღმტყორცნიდან სამი გასროლა განხორციელდა ქართული მხარის მიერ სოფელ ფლავისმანიდან, ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მხარეს მდებარე სოფელ ორთევის მიმართულებით. ორივე ეს სოფელი ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)